ახალი ამბები
დღეს მოხდება დამატებით კონტაქტი ოკუპირებული ტერიტორიების მედპერსონალთან- ტიკარაძე ვაქცინაციაზე
რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან პერსონალს, რომელიც უნდა აიცრას, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა მათზე გარკვეული ინფორმაცია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეს მოხდება კიდევ დამატებით ინტენსიური კონტაქტი მათთან, იმისთვის, რომ პროცესი გაიმართოს და შეუფერხებლად წარიმართოს.

მოუწევთ თუ არა მათ კარანტინის გავლა, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესში ჩართულებისთვის მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება გაამარტივონ პროცესი მაქსიმალურად.

"ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული ვერც კოვიდვაქცინაციის საბჭოზე. უნდა მოხდეს კოვიდსაბჭოზე პრემიერთან ერთად. საკითხი დაყენებულია. მიმდინარეობს მსჯელობა და შემდეგ საბჭოზე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

თბილისი ამბობს, რომ მზად არიან ვაქცინაციის პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებიც ჩართონ. მათ სოხუმმა და ცხინვალმა უარით უპასუხა.