ზუგდიდში გასროლის ფაქტზე, პოლიციამ გამოძიება ოჯახში მუქარის მუხლით დაიწყო
ზუგდიდში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე, პოლიციის შენობის
სიახლოვეს სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა
სამინისტროში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ გამოძიება ოჯახში მუქარის
ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით
დაიწყო.
მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ. სხვა დეტალებზე შსს-ში განმარტეს, რომ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ვერ ისაუბრებენ.
ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებმა "ლაივპრესს" დაუდასტურეს, რომ გასროლა ნამდვილად იყო, თუმცა რა მოხდა, არ იციან.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა პოლიციელმა სიმამრის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.