მარტვილის სოფელ დიდ ჭყონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში შვიდსულიანი
ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც სოფელში მერის
წარმომადგენელმა დავით ხუხუამ "ლაივპრესს" უთხრა, დამწვარია სახლის
ორივე სართული სრულად.
სავარაუდოდ ცეცხლი ძველ ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დავით ხუხუას განცხადებით, ადგილობრივ მერიას აქვს პროგრამა ასეთი ოჯახების დასახმარებლად. კერძოდ, ერთჯერადი, 4 ათას ლარი და პლიუს ამას, ხე-ტყის და გადასახური მასალით დახმარება.
"შეიძლება ნათესავებმა წაიყვანონ დროებით, ან სოფელ ვედითკარში არის საერთო საცხოვრებელი და იქ გადავიდნენ დროებით. ჯერ არ ვიცით", - გვითხრა მერის წარმომადგენელმა.
ფოტოები "ლაივპრესს" შემთხვევის ადგილიდან მოაწოდეს.