საქართველოში გაიზარდა კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები
საქართველოში კორონავრიუსით რეინფიცირების შესახებ დაავადებათა
კონტროლის ეროვნულ ცენტრს სულ 140 ნიმუში აქვს შესასწავლად. მათგან 16
შემთხვევაში კვლევა დასრულდა და 3 პირს ვირუსით რეინფიცირება
დაუდასტურდა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ცენტრში გამართულ
ბრიფინგზე.
მისივე თქმით, კორონავირუსის რეინფიცირების შემთხვევები მსოფლიოში იზრდება.
"როგორც ჩანს, ამ ვირუსის მიმართ განწყობა, რომ ცოტა, ან თითქმის არ ექნებოდა რეინფიცირების შემთხვევები, არ აღმოჩნდა ჭეშმარიტი. ფაქტია, რომ ამ ვირუსით შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს ადამიანი", - აღნიშნა მან.
ზახაშვილისვე თქმით, მსოფლიოში რეინფიცირების დაახლოებით, 0,68 პროცენტი დაფიქსირდა. მისივე განმარტებით, რიგ ქვეყნებში, სადაც უფრო თანმიმდევრული და მიზანმიმართული კვლევები ტარდება, რეინფიცირების შემთხვევები შეიძლება იყოს უფრო დიდი.
კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში, 9 მარტს დადასტურდა.