ახალი ამბები
მარტვილის ტაძარში ამ დრომდე არ უშვებენ „დასჯილ მონაზვნებს“
FaceBook Twitter
E-mail Print
ჭყონდიდის ეპარქიაში, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში ამ დრომდე არ უშვებენ ყოფილ წინამძღვარს სოსანა ბოლქვაძეს და მორჩილ ნინო გამყრელიძეს. როგორც დედა სოსანა ამბობს, მონასტერში, რომლის წინამძღვრობიდან რამდენიმე დღის წინ გადააყენეს და სადაც 14 წელი მსახურობდა, ქონების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს, რომლის სწორად წარმართვისთვის, ჩართვის უფლება უნდა მისცენ.

„იქამდე არ ვაპირებ გასვლას ამ მონასტრიდან, სანამ არ გადავაბარებ მონასტრის ქონებას. მანამდე არ ვაპირებ წასვლას ამ ეპარქიიდან, სანამ კარგად არ ავწონ-დავწონო, სად უნდა წავიდე, როგორ უნდა ვიცხოვრო,"- უთხრა მონაზონმა ჟურნალისტებს.

მონაზონი არ დასთანხმდა ეპარქიის წინამძღვრის ძმის, ქონების გადაბარების კომისიის წევრის ივანე კალაიჯაშვილის წინადადებას, რომ მონაზონს მონასტერში შესვლის უფლება მხოლოდ სამართალდამცველების თანხლებით, ბარგის წასაღებად ექნებოდა.

ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოს სტეფანეს გადაწყვეტილებით, დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებულ სოსანა ბოლქვაძეს და მორჩილ ნინო გამყრელიძეს მონასტერში წუხანდელიდან არ უშვებენ. ისინი 1 აპრილს თბილისში იმყოფებოდნენ და ღამით დაბრუნდნენ ტაძარში.

ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს სტეფანე კალაიჯაშვილის ბრძანებით ორივე მათგანი „მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევისთვის მარტვილის მონასტრიდან გარიცხეს და სინანულისთვის, ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განამწესეს“.

სასულიერო პირები ღამის 2 საათამდე ელოდნენ ტაძრის ჭიშკართან, რომ მათ კარებს გაუღებდნენ თუმცა საბოლოოდ ღამის გათევამ სხვა მონასტერში მოუწიათ.

"დედა სოსანა მრავალჯერ იყო გაფრთხილებული, რომ ეპარქიის მმართველის ნებართვის გარეშე არ დაეტოვებინა მონასტერი. მან სამართალდამცველების, მონასტრის კეთილმოწესისა და კომისიის წევრების თანდასწრებით, უნდა გააღოს მის მიერ დაკეტილი კარები, და მათი თანდასწრებით უნდა ჩაალაგოს თავისი პირადი ნივთები და გაიტანოს მონასტრის ტერიტორიიდან,"-განაცხადა ივანე კალაიჯაშვილმა.

საპასუხოდ დედა სოსანა ბოლქვაძემ განმარტა, რომ ეს არის ცილისწამება და, რომ მან მონასტრის წინამძღვარი გააფრთხილა თბილისში გამგზავრების შესახებ.

დღეს მონაზვნების მხარდასაჭერად ადგილზე მივიდნენ ქალთა მოძრაობის წევრები. საჭიროების შემთხვევაში მზად არიან მათ სამართლებრივი დახმარებაც გაუწიონ.

„აქ ვარ იმიტომ, რომ სიტუაცია შევაფასო, რამდენად სერიოზულია და შემდეგ ერთად დავგეგმოთ, სამოქალაქო კუთხით რა შეიძლება გავაკეთოთ,"- უთხრა ჟურნალისტებს ქალთა მოძრაობის წევრმა, ცაბუნია ვართაგავამ.

მარტვილიში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ის ბრალდებები, რის გამოც მისი დათხოვნა მოხდა.

სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ეპისკოპოს სტეფანეს დედაოებთან გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა დედა სოსანამ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიის მიტოპოლიტმა სტეფანე (კალაიჯიშვილმა) ის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გაათვისუფლა. ჩამოერთვა ზიარების უფლებაც. იგივე სასჯელი „ეკლესიაში განხეთქილების მცდელობასა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობის გამო“ დაეკისრა კიდევ 10 სასულიერო პირს.

ცნობისთვის ჭყონდიდის ეპარქიაში, 8 მარტს, მრევლის ნაწილს და ახალ მიტროპოლიტს შორის დაპირისპირება მოჰყვა ახლადდანიშნული მიტროპოლიტის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ორ დიაკვანს უფლებამოსილება შეუჩერა დაუმორჩილებლობის გამო.

დაპირისპირებისას, აივნის მოაჯირი ჩამოვარდა და რამდენიმე ადამიანი გადავარდა. დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.