სამი ზუგდიდელი ძალოსანი გამოვა მოსკოვში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე
მოსკოვში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, სამი ზუგდიდელი
სპორტსმენი გამოვა. მედლებისთვის იბრძოლებენ ძმები გოგა და ირაკლი
ჩხეიძეები. ერთი მათგანი 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მეორე კი 102
კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
ქალებს შორის, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლისთვის იბრძოლებს ნათია გადელიაც.
საქართველოს ნაკრები მოსკოვში 10 სპორტსმენით გაემგზავრა.

ფოტოზე: გოგა ჩხეიძე
ევროპის ჩემპიონატი 4-11 აპრილს გაიმართება. აქ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.
გოგა ჩხეიძე ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და პრიზიორია. დიდებში ევროპის პრიზიორი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი.
ირაკლი ჩხეიძეც რამდენიმე საერთაშორისო თუ შიდა შეჯიბრის გამარჯვებული და პრიზიორი.

ფოტოზე: ირაკლი ჩხეიძე
რაც შეეხება ნათია გადელიას, ის საქართველოს ჩემპიონია. ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე 20 წლამდე სპორტსმენთა შორის მესამე ადგილიც დაიკავა. ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე ადგილის მფლობელი გახდა. არის რამდენიმე ტურნირის გამარჯვებულიც.