„გაუქმდეს პოლიტიკური კომენდანტი“ - თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები
თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ გადაადგილებაზე
არსებული შეზღუდვების მოხსნას და ჯარიმების გაუქმებას. "კომენდანტი
იწვევს შეჩვევას", "გაუქმდეს პოლიტიკური კომენდანტი" - ამ შინაარისის
ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ მოქალაქეები თავდაპირველად
ფილარმონიასთან, რის შემდეგაც პარლამენტის შენობასთან
გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.
"თვითდასაქმებულებს შეგვიმცირდა, ან სრულად წაგვერთვა თავის და ოჯახის რჩენის საშუალება.
კომენდანტის საათის გამო ხელოვნურად იტვირთება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მასში მყოფი ადამიანები არიან დაავადების საფრთხის ქვეშ", - აცხადებენ შეკრებილები.
კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით, თბილისში საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გაიმართა.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერჯერობით კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება, მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და ქვეყანა ფაქტობრივად ვირუსის გავრცელების მესამე ტალღაზეა.
საქართველოში "კომენდანტის საათი" 28 დეკემბრიდან მოქმედებს. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია. დაუმორჩილებლობისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდება.