ახალი ამბები
ორსანტიაში სამ დღეში კორონავირუსის 17 შემთხვევაა - სოფელში მასობრივი ტესტირება დაიწყო
FaceBook Twitter
E-mail Print
მასიური ტესტირება მოხდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ. მისი თქმით, სოფლის 51 მცხოვრები შეამოწმეს კორონავირუსზე. დღეს ვირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა.

31 მარტიდან დღემდე, ორსანტიაში სულ 17 შემთხვევაა დადასტურებული. მალხაზ თორია ამბობს, რომ ორსანტიაში კოროავირუსის ახალი კერა სავარაუდოდ ფოთში მდებარე "აჭარა ტექსტილს" უკავშირდება. სწორედ აქ მომუშავე 4 ქალს დაუდგინდა თავდაპირველად ვირუსი. ისინი ორსანტიის მცხოვრებლები არიან.

"ჩვენ პრევენციისთვის ამ სოფელში დავიწყეთ ტესტირებები. მოხდება სოფელში მცხოვრები ადამიანების თერმოსკრინინგი და მათი მასიური ტესტირება, რათა დროულად იქნას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები და არ მოხდეს ვირუსის გავრცელება" - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, რომელიც ორსანტიაში ზუგდიდის მერთან, გიორგი შენგელიასთან ერთად იმყოფებოდა.

მისივე ინფორმაციით, გამოკვლეულია კოვიდ დადებითი მოქალაქეების კონტაქტები. მათი ნაწილი დღეს გაიტესა და პროცესი გრძელდება. სოფელში პოლიციასთან ერთად, მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინინგი. ჯანდაცვის მუნიციპალური დანაყოფის მიერ ხორციელდება ადგილობრივების მასიური ტესტირება.

სოფელში მომდევნო 12 დღის განმავლობაში მკაცრი კონტროლი განხორციელდება. ხვალიდან ორსანტიაში ტესტირების პროცესში სამი ბრიგადა ჩაერთვება.

მანამდე, შსს-მ გაავრცელა განცხადება. სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების 4 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო.

ქვეყნის მასშტაბით იმატებს კორონავირუსის შემთხვევები. ეპიდემიოლოგების თქმით, იგეგმება მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
12:21 / 13.05.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359
შემთხვევა,
11:07 / 13.05.2021
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა,
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის
სწრაფი
11:00 / 13.05.2021
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
10:24 / 13.05.2021
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ღია ნაგავსაყრელი სახლებთან  - რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, რეგიონული
უსინათლოდ არაადაპტირებულ ქალაქში [ვიდეო/ ფოტო]
ეზოში მამამ ბურთი გააგორა და შვილებს დაუძახა,
„ჩვენთან სასწრაფოც ვერ მოდის“ - სოფელი, რომელსაც გზა არასდროს ჰქონია [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანში
ქუჩაში, ადამიანების შიშით და იმედად [ვიდეო/ფოტო]
მიუსაფარ ცხოველებს ზუგდიდის ქუჩებში მრავლად შეხვდებით.
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას,
ფოტო
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.