ახალი ამბები
მარტვილიში 4 სასულიერო პირს ჩამოერთვა მღვდელმოქმედების უფლება, მამა ათინოგენს კი არქიმანდრიტის ხარისხიც
FaceBook Twitter
E-mail Print
ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა მარტვილის ეპარქიაში 4 სასულიერო პირს ჩამოართვა მღვდელმოქმედების უფლება. „დასჯილ“ სასულიერო პირებს შორის არიან ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსის პეტრე ცაავას მხარდამჭერები. ერთ-ერთი მათგანია არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც მღვდელმოქმედების უფლებასთან ერთად ჩამოერთვა არქიმანდრიტის ხარისხი.

როგორც მიტროპოლიტმა დასძინა, ამ ხარისხის უკან დაბრუნებას სასულიერო პირი უკვე ვეღარ შეძლებს.

დასჯის მიზეზად მეუფე სტეფანემ სასულიერო პირების მხრიდან „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხი და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელი“ დაასახელა.

მიტროპოლიტის განცხადებითვე, არქიმანდრიტ ათინოგენს მანამდეც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესის საწინააღმდეგო ქმედებებს.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი (მდივანი). ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას ( იბრაგიმოვი ), დიაკონ ანანია (კალანდიას) საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმიქმედებუს უფლებების დაბრუნებისა.ხოლო რაც შეეხება მონაზონი ათინოგენს მისთვის მღვედმიქმედებუს დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია. თუმცა უფლება აქვს მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს“, - განაცხადა ეპისკოპოსმა სტეფანემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას.

მანამდე მან მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა (ბოლქვაძე) გაათავისუფლა. მონასტრის წინამძღვრის პოზიციაზე ის დედა ნატალია (კერესელიძემ) შეცვალა.

მიტროპოლიტის გადაწყვეტილებით, დედა სოსანა (ბოლქვაძეს) ჩამოერთვა ზიარების უფლებაც. იგივე სასჯელი „ეკლესიაში განხეთქილების მცდელობასა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობის გამო“ დაეკისრა კიდევ 10 სასულიერო პირს. შესაბამისი ბრძანებები ეპარქიის ფეისბუკ გვერდზე 30 მარტს გამოქვეყნდა.

მარტვილიში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ის ბრალდებები, რის გამოც მისი დათხოვნა მოხდა. ვითარება დამძიმდა 8 მარტს - ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილს და ახალ მიტროპოლიტს შორის დაპირისპირება მოჰყვა ახლადდანიშნული მიტროპოლიტის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ორ დიაკვანს უფლებამოსილება შეუჩერა დაუმორჩილებლობის გამო.

დაპირისპირებისას, აივნის მოაჯირი ჩამოვარდა და რამდენიმე ადამიანი გადავარდა. დაშავდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ბოლო 24 საათში 56 386 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის
სწრაფი ტესტით - 35 725,
10:48 / 21.01.2022
ბოლო 24 საათში 56 386 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 35 725,
აფხაზეთში კორონავირუსზე 380 პირი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი
10:27 / 21.01.2022
აფხაზეთში კორონავირუსზე 380 პირი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი
პარტია
17:23 / 20.01.2022
პარტია "საქართველოსთვის" ეხმაურება წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ მათი წარმომადგენლის
დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების
განმავლობაში ვამბობდით - გახარიას
16:05 / 20.01.2022
დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით - გახარიას
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.