ახალი ამბები
მდინარე ენგურმა ცხედარი გამორიყა, ეძებენ კიდევ რამდენიმეს - შამგონის მცხოვრები
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ მამაკაცი საოკუპაციო ხაზის კვეთას მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობდა. ადგილობრივმა მცხოვრებმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ ცხედარი სოფლის ბოლოში, მდინარის სანაპიროზე იპოვეს. აქ სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. მისი ინფორმაციით, ეძებენ კიდევ რამდენიმე პირს.

"მდინარე ენგურით გადმოდიოდაო თქვეს, მაგრამ არ ვიცი. დაახლოებით 2 საათ-ნახევარ, 3 საათის წინ იპოვეს ცხედარი", - აღნიშნა შამგონას მცხოვრებმა.

ამასთან, "ლაივპრესს" ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებმა ასევე დაუასტურა ინფორმაცია, რომ მდინარე ენგურში რამდენიმე პირს ეძებენ.

რესპონდენტისთვის უცნობია, მგზავრები ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდის მიმართულებით მოდიოდნენ, თუ პირიქით, გალში გადასვლას ცდილობდნენ.

როგორც ზუგდიდის მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა სოფელ შამგონაში, ტოლიკ ღურწკაიამ განაცხადა, 300 მეტრის სიშორიდან ნახა, რომ მდინარიდან ამოიყვანეს ერთი ცხედარი. არ იცის გარდაცვლილი კაცია თუ ქალი. დამატებით ინფორმაციას, როგორც თავად აღნიშნა, არ ფლობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მდინარე ენგურმა ადამიანის ცხედარი გამორიყა. საოკუპაციო ხაზზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე, ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვების გამო ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები გადაადგილებას შემოვლითი გზით, მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. მისი და, თაკო კვირკვია
სოციალურ ქსელში ავრცელებს
19:14 / 04.12.2022
ზუგდიდში ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. მისი და, თაკო კვირკვია სოციალურ ქსელში ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს სამუშაო
11:57 / 04.12.2022
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს სამუშაო
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში
გამართული შეჯიბრის
11:44 / 04.12.2022
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართული შეჯიბრის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული
11:15 / 04.12.2022
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.