სუსი მდინარე ენგურში მოქალაქეთა დაღუპვაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს ოკუპირებული
აფხაზეთის მოსაზღვრე მდინარე ენგურში, სამი ცხედრის პოვნის შესახებ.
მათი თქმით, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და
სოფელ თაგილონის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ
დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით,
ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე
ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების
მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის
გადმოკვეთისას კი სამივე მათგანი დაიღუპა.
"აღიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.
წლების განმავლობაში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო ე.წ. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი", - აცხადებს სუსი.
მათივე თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სუსი ამბობს, რომ საკთხს უმწვავესი ფორმით ყველა არსებული ფორმატის ფარგლებში განიხილავენ.
მდინარე ენგურში, შსს-ს ინფორმაციით, ამ დრომდე ეძებენ მეოთხე პირს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მდინარე ენგურმა ადამიანის ცხედარი გამორიყა. საოკუპაციო ხაზზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე, ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვების გამო ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები გადაადგილებას შემოვლითი გზით, მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობენ.
ზუგდიდის სოფელ შამგონას ოკუპირებული გალის რაიონის სოფლები, სიდა და თაგილონი ესაზღვრება.