ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს - შერიგების სამინისტრო
პირველ რიგში, ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია, რომელიც
კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს, - ასე ეხმაურება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრი საქართველოს სამი მოქალაქის გარდაცვალებას. თეა ახვლედიანი
მწუხარებას გამოთქვას ამ ტრაგიკული ფაქტის გამო და დაღუპულთა ოჯახის
წევრებს უსამძიმრებს.
მინისტრი ამბობს, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო შეზღუდვებმა ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები სამი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც ცდილობდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურით გადმოსვლას.
"პირველ რიგში, ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს. საოკუპაციო ხაზი უკვე მრავალი წელია ხელოვნურად აშორებს გამყოფი ბარიკადების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს, რამაც წარსულშიც, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის შედეგად, საუბედუროდ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის შედეგად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღემდე უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ჩვენი მოქალაქეების ძირითადი თავისუფლებები, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას და რაც უკვე სამართლებრივად აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ", -ვკითხულობთ განცხადებაში.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის განმარტებით, საქართველოს შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტის და ფორმატის გამოყენებით, განაგრძობენ ინტენსიურ ძალისხმევას, რათა დასრულდეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ღირსეული პირობები და უსაფრთხო გარემო, მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავისუფალი გადაადგილების უფლება.
ოკუპირებული აფხაზეთის სოფლ შამგონაში, მდინარე ენგურში სამი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ერთს ამ დრომდე ეძებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მანამდე განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. სუსი მომხდარზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მდინარე ენგურმა ადამიანის ცხედარი გამორიყა. საოკუპაციო ხაზზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე, ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვების გამო ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები გადაადგილებას შემოვლითი გზით, მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობენ.