ახალი ამბები
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონთან იყო.

მიწისქვეშა ბიძგების სიძლიერემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.