ახალი ამბები
დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტებისთვის ცდილობდნენ გადმოსვლას - ნათესავი
FaceBook Twitter
E-mail Print
მოქალაქეები, რომლებიც გალიდან ზუგდიდში მდინარე ენგურის გავლით გადმოსვლისას დაიღუპნენ, კონტროლირებად ტერიტორიაზე პროდუქტების შესაძენად ცდილობდნენ გადმოსვლას. უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელმა, რომელიც საკუთარ ვინაობას უსაფრთხოების მიზეზით არ ასახელებს. მისი თქმით, ენგურის ხიდი დაკეტილია და ერთადერთი გზა ამ ადამიანებისთვის ენგურის გადმოცურვა იყო.

"გუშინ ღამის ამბავია. დაბრუნდნენ, არ დაბრუნდნენ, გადმოვიდნენ თუ არა, არავინ არ იცოდა. ამ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ დაიხრჩვნენო. დაიკარგნენ უგზო-უკვლოდ გუშინ ღამით", - აღნიშნა მან.

მისივე განმარტებით, დროგამოშვებით მათ დევნილთა დახმარების ასაღებად თუ პროდუქტებისთვის უწევდათ იგივე გზით სარგებლობა.

ამ დროისთვის ნაპოვნია ორი ქალის და ერთი მამაკაცის ცხედარი, ცოლ-ქმრის და მათი რძლის, გალის სოფელ წარჩედან. ქალები 30-38 წლისანი იყვნენ, ქმარი კი, რომლის ცხედარსაც ჯერც ეძებენ, 42 წლისაა.

დღეს დილით, თავდაპირველად ნაპოვნი მამაკაცი კი 65 წლის იყო, რომელსაც დანარჩენი სამი, ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გადმოეყვანა. ის ჭუბურხინჯის მკვიდრია.

ნაპოვნი ცხედრები ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

განცხადება უკვე გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შერიგების და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. ორივე უწყება მომხდარზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მდინარე ენგურმა ადამიანის ცხედარი გამორიყა. საოკუპაციო ხაზზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე, ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვების გამო ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები გადაადგილებას შემოვლითი გზით, მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში,
21:32 / 10.04.2021
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო
პარტიულ ყრილობაზე
14:08 / 10.04.2021
პარტიულ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
13:55 / 10.04.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ
წონით
13:28 / 10.04.2021
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ წონით
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.