მდინარე ენგურის და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში - ენგურჰესი
ენგურჰესის ადმინისტრაცია ეხმაურება გალის მცხოვრებლების
დაღუპვის ფაქტს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მდინარე
ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო
დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად.
"პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მდინარე ენგურში დღეს გამთენიისას, დაღუპულთა ოჯახებს. მიუხედავად იმისა, რომ 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება. მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად.
აქვე უნდა აღინიშნოს, მდინარე ენგურის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
მდინარე ენგურში, გალის ოთხი მცხოვრები დაიხრჩო. სამი მათგანის ცხედარი ნაპოვნია და ისინი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. ერთის ცხედარს კი ამ დრომდე ეძებენ.
მდინარის გადმოცურვისას ცოლ-ქმარი და მათი რძალი დაიღუპნენ სოფელ წარჩედან, ერთი მამაკაცი კი ჭუბურხინჯიდან იყო.
დაღუპულთა ნათესავის თქმით, ისინი კონტროლირებად ტერიტორიზე გადმოსვლას პროდუქტების შესაძენად ცდილობდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
განცხადება უკვე გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შერიგების და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. ორივე უწყება მომხდარზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მდინარე ენგურმა ადამიანის ცხედარი გამორიყა. საოკუპაციო ხაზზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე, ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვების გამო ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები გადაადგილებას შემოვლითი გზით, მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობენ.