მეოთხე დაღუპულის ცხედარი ორსანტიაში იპოვეს - ნათესავი
სოფელ ორსანტიაში იპოვეს მეოთხე გარდაცვლილი, 42 წლის მამაკაცი,
რომელიც აფხაზეთიდან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე
ცდილობდა გადმოსვლას. ამის შესახებ ჟურნალისტებს რამდენიმე საათიანი
სამძებრო ღონისძიება, რომელიც დღეს დილიდან მიმდინარეობდა,
დასრულებულია.
მანამდე კი, სოფელ შამგონაში იპოვეს მისი ცოლოს და რძლის ცხედრები. ისინი გალის სოფელ წარჩედან არიან. უფრო ადრე კი 65 წლის ჭუბურხინჯელი მამაკაცის ცხედარი, რომელსაც ისინი ზუგდიდში მდინარის გავლით უნდა გადმოეყვანა.
დაღუპულთა ნათესავის თქმით, ისინი კონტროლირებად ტერიტორიზე გადმოსვლას პროდუქტების შესაძენად ცდილობდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქართველოს ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს.
მომხდარს გამოეხმაურა ენგურჰესის ადმინისტრაცია. მათი თქმით, მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად.