ახალი ამბები
დაღუპულებს თბილისის მიერ დაწესებული კარანტინისთვის თავის არიდება უნდოდათ - სოხუმი
FaceBook Twitter
E-mail Print
დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 6 აპრილს, დღის ოთხ საათზე, გალის რაიონის სოფელ თაგილონში, რამდენიმე პირმა სცადა საქართველოსთან "საზღვრის უკანონო გადაკვეთა" მდინარე ენგურის გავლით. ე.წ. სუსის ინფორმაციით, მდინარის გადაცურვის დროს, ადიდებულმა წყალმა სამი მოქალაქე გაიტაცა, რამაც მათი სიკვდილი გამოიწვია. ცხედრები კი ზუგდიდის სოფელ შამგონაში იპოვეს.

"არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა განპირობებულია აფხაზეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსული პირების მიმართ ქართული მხარის მიერ დაწესებული სავალდებულო ხუთდღიანი კარანტინის თავიდან აცილების სურვილით", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში არაფერია ნათქვამია მეოთხე გარდაცვლილზე.

მდინარე ენგურში ცოტა ხნის წინ დასრულდა სამძებრო ღონისძიებები. ნაპოვნია ოთხივე მოქალაქის ცხედარი. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია.

ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება ენგურჰესის ადმინისტრაციამაც გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ მდინარე ენგურსა და მის შენაკადებზე, ბოლო რამდენიმე დღეა წყლის დონემ მოიმატა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ხელისუფლება პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს.

ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას განცხადებით კი, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს ხუთდღიანი კარანტინის ალტერნატივაზე. ამასთან, გააქტიუროს საერთაშორისო ბერკეტები ოკუპირებულ ძალებზე, გადმოსასვლელი პუნქტის მთლიანად მოსახლეობისათვის გასახსნელად.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში,
21:32 / 10.04.2021
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო
პარტიულ ყრილობაზე
14:08 / 10.04.2021
პარტიულ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
13:55 / 10.04.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ
წონით
13:28 / 10.04.2021
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ წონით
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.