ახალი ამბები
კორონავირუსს ბათუმში 28 წლის ქალი ემსხვერპლა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა. რადიო თავისუფლებას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუმარტეს, რომ პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა.

საქართველოში კორონავირუსის სულ 285 645 შემთხვევაა დადასტურებული. 275 547 გამოჯანმრთელდა, 3840 პაციენტი კი გარდაიცვალა.