ენგურის გადაცურვისას დაღუპული ქალის ცხედარი აფხაზეთში გადაასვენეს
მდინარე ენგურის გადაცურვისას დაღუპულებიდან ერთის, 30 წლის
ქალის, თამუნა ცატავას ცხედარი წუხელ ენგურის ხიდის გავლით,
ოკუპირებული გალის სოფელ წარჩეში გადაასვენეს.
გარდაცვლილის ნათესავების ცნობით, დღეს იგივე გზით სოფელ ჭუბურხინჯში გადაასვენებენ 62 წლის თამაზ ბასლანძეს. ის ამ დრომდე ზუგდიდში, ნათესავის სახლშია დასვენებული.
ასევე, ნათესავების სახლშია ამ დრომდე ცოლ-ქმრის, 38 წლის მაყვალა გამისონიას და 47 წლის ელგუჯა გვალიას ცხედრები. ისინი ოკუპირებულ რეგიონში ხვალ, 9 აპრილს უნდა გადაასვენონ.
მდინარე ენგურში, 7 აპრილს იპოვეს გალის ოთხი მცხოვრების ცხედარი. მათგან სამი სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მკვიდრია.
ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ხელისუფლება პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს, სოხუმი კი ამბობს, რომ დაღუპულებს თბილისის მიერ დაწესებული კარანტინისთვის თავის არიდება უნდოდათ და სწორედ ამიტომ არჩიეს მდინარის გადაცურვის გზა.
ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას განცხადებით კი, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს ხუთდღიანი კარანტინის ალტერნატივაზე. ამასთან, გააქტიუროს საერთაშორისო ბერკეტები ოკუპირებულ ძალებზე, გადმოსასვლელი პუნქტის მთლიანად მოსახლეობისათვის გასახსნელად.