ახალი ამბები
ასტრაზენეკათი ვაქცინაცია მხოლოდ 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება
საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით მხოლოდ 55 წელს გადაცილებულ პირებს აცრიან. გაგრძელდება. განუცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის, თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი.

"ასტრაზენეკას" ვაქცინის მოწოდება გაგრძელდება, რადგან საკმაოდ ფართოა 55 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი. ის დოზა, რომელიც გვაქვს, საკმაოდ მცირეა. ხანდაზმულებში საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს "ასტრაზენეკას", მისი მოწოდება გაგრძელდება ჩვეულებრივად" , –განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ვინც "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა, უსაფრთხოდ შეუძლია მიიღოს ვაქცინის მეორე დოზაც, შესაბამისი ინტერვალის გასვლის შემდეგ და ეს ეხება ნესმიერი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელს.

მისივე განმარტებით, გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა დამატებითი ინფორმაცია "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებულ შესაძლო გვერდით მოვლენებზე, სადაც დადასტურა, რომ ამ ვაქცინის სარგებელი აღემატება ყველა იმ შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს ვაქცინაციის ფონზე.

"თუმცა მათ აღიარეს შესაძლო კავშირი თრომბოზულ გართულებასა და "ასტრაზენეკას" შორის, უიშვიათესია ეს გართულება, დღევანდლამდე არსებული სტატისტიკა მიუთითებს, რომ შესაძლებლობა არის დაახლოებით ოთხი ერთ მილიონ მოსახლეობაზე. ეს არის ბრიტანეთის მონაცემი, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ ყურადღების გამახვილება ამ ტიპის გართულებაზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რამდენიმე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში "ასტრაზენეკას" გამოყენების შეჩერების თაობზე გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში, მაგალითად დანიაში, ნიდერანდებში, ნორვეგიაში "ასტრაზენეკას" გამოყენება გაგრძელდება 60 წლის ზემოთ მოსახლეობაში, საფრანგეთში 55 წლის ზემოთ მოსახლეობაში", - განაცხადა გაბუნიამ.