ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენეს მდინარე ენგურში დაღუპული კიდევ ერთი პირი [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდიდან ენგურის ხიდის გავლით, ოკუპირებულ გალის რაიონში გადაასვენეს მდინარეში დაღუპული თამაზ ბასლანძე. ის ენგურის ხიდამდე სამგლოვიარო მანქანით მიიყვანეს, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო მანქანა ელოდებოდა.

გარდაცვლილი მხოლოდ ერთმა ნათესავმა, მარინა ბიგვავამ გააცილა. მხოლოდ მას, როგორც აფხაზეთიდან დევნილს მიეცა ოკუპირებულ რეგიონში გადასვლის უფლება.

"ცოცხლები ვერ გადმოვიდნენ და ენგურის ხიდით გარდაცვლილებს ვაცილებ. ეს იმის შედეგია, რომ ენგურის ხიდი ჩაკეტილია", - თქვა მარინა ბიგვავამ.

მანვე აღნიშნა რომ უერთდება გალელების მოთხოვნას 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის მოხსნაზე. მისი აზრით, ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ უწევთ ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებს შემოვლითი გზით და მდინარით საოკუპაციო ხაზის კვეთა.

ენგურის გადაცურვისას კიდევ ერთი დაღუპულის, ახალგარდა ქალის ცხედარი აფხაზეთში წუხელ გადაასვენეს.

ზუგდიდში, ნათესავების სახლში ამ დრომდე რჩება ცოლ-ქმრის, 38 წლის მაყვალა გამისონიას და 47 წლის ელგუჯა გვალიას ცხედრები. ისინი ოკუპირებულ რეგიონში ხვალ, 9 აპრილს უნდა გადაასვენონ.

მდინარე ენგურში, 7 აპრილს იპოვეს გალის ოთხი მცხოვრების ცხედარი. მათგან სამი სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მკვიდრია.

ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ხელისუფლება პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს, სოხუმი კი ამბობს, რომ დაღუპულებს თბილისის მიერ დაწესებული კარანტინისთვის თავის არიდება უნდოდათ და სწორედ ამიტომ არჩიეს მდინარის გადაცურვის გზა.

კარანტინის გადახედვისკენ მოუწოდა ხელისუფლებას სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, მოძრაობა "შეცვალემ" სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურთან, სადაც საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა, აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ადგილზე ყვავილები მიიტანეს და გარდაცვლილთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად ეს ყვავილები მდინარეს გაატანეს. მათ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს დაღუპულთა ოჯახებს და ხელისუფლებისგან 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმება მოითხოვეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში,
21:32 / 10.04.2021
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო
პარტიულ ყრილობაზე
14:08 / 10.04.2021
პარტიულ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
13:55 / 10.04.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ
წონით
13:28 / 10.04.2021
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ წონით
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.