ახალი ამბები
მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი - პრემიერი
FaceBook Twitter
E-mail Print
ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა მიუსამძიმრა მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.

"ეს ადამიანებიც სწორედ ამ მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ამ უკანონო შეზღუდვებმა არათუ დაამძიმა მათი ყოველდღიურობა, არამედ ჩვენი არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ეს წინა წლებშიც მომხდარა, საუბედუროდ. რუსეთის საოკუპაციო ძალები დღემდე უხეშად არღვევენ ჩვენი მოქალაქეების ძირითად უფლებებს და სრული პასუხისმგებლობაც სწორედ მათ ეკისრებათ, რაც უკვე სამართლებრივადაც არის აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ", - აღნიშნა პრემიერმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენეს მდინარე ენგურში დაღუპული ორი პირი.

ზუგდიდში, ნათესავების სახლში ამ დრომდე რჩება ცოლ-ქმრის, 38 წლის მაყვალა გამისონიას და 47 წლის ელგუჯა გვალიას ცხედრები. ისინი ოკუპირებულ რეგიონში ხვალ, 9 აპრილს უნდა გადაასვენონ.

მდინარე ენგურში, 7 აპრილს იპოვეს გალის ოთხი მცხოვრების ცხედარი. მათგან სამი სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მკვიდრია.

ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ხელისუფლება პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს, სოხუმი კი ამბობს, რომ დაღუპულებს თბილისის მიერ დაწესებული კარანტინისთვის თავის არიდება უნდოდათ და სწორედ ამიტომ არჩიეს მდინარის გადაცურვის გზა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში,
21:32 / 10.04.2021
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო
პარტიულ ყრილობაზე
14:08 / 10.04.2021
პარტიულ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
13:55 / 10.04.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ
წონით
13:28 / 10.04.2021
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ წონით
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.