ისრაელში დასაქმებისთვის რეგისტრაცია იწყება
12 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ
დასაქმებაზე რეგისტრაცია იწყება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში
გაგრძელდება.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო საგენტოს ინფორმაციით, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.
სამუშაოს ხანგრძლივობაა 6 სამუშაო დღე კვირაში, სრული განაკვეთით. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით, 5300 შეკელია.
ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ერთწლიან ვიზას, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე.
იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
განათლება:
საშუალო სკოლა დამთავრებული.
სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.
ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
ზოგადი მოთხოვნები:
• საქართველოს მოქალაქე;
• ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
• სიმაღლე: არა ნაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არა ნაკლებ 45 კგ;
• ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
• ნასამართლეობის არ მქონე;
• ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე;
• არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
• არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
• კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს კორონავირუსის ტესტი საქართველოში;
• კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ კორონავირუსის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.
საქართველოს მოქალაქეებისთვის სეზონურ სამუშაოზე დასაქმების პროგრამა გერმანიამაც აამოქმედა.