ახალი ამბები
9 აპრილს, მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე, ზუგდიდელი ძალოსანი შავი სამკლაურით გამოვიდა
FaceBook Twitter
E-mail Print
მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, დღეს ზუგდიდელმა ნათია გადელიამ იასპარეზა. ის შეჯიბრზე შავი სამკლაურით გამოვიდა, წარწერით 9 აპრილი. მოგვიანებით კი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მასთან ერთად არიან საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და სხვა წარმომადგენლები. მათ გაშლილი აქვთ შავი ლენტი იგივე წარწერით.

"დიდება გმირებს! დღეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და ტრაგიკული დღეა!

მადლობა მინდა გადავუხადო ძალოსანთა ეროვნულ ფედერაციას გაწეული შრომისთვის. პერსინალური მადლობა ბეჟან ჭიჭინაძეს, თემურ ჯანჯღავას, გიორგი ასანიძეს, ექიმებს, მთელ კოლექტივს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენთან ერთად, მადლობა ჩემს გულშემატკივრებს ქომაგობისთვის!", - წერს ნათია ფეისბუკის გვერდზე.

16 წლის სპორტსმენმა "ბ" ჯგუფში იასპარეზა, სადაც მედლები არ თამაშდებოდა. მან 85/89/91 კილოგრამი დაძლია და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.

ძალოსანმა აკვრაში 105/111დაძლია და მე-4 ადგილი დაიკავა, ორჭიდის ჯამში კი 202 კილოგრამი დააგროვა და მესამე პოზიციაზე გავიდა.

ნათია გადელია საქართველოს ჩემპიონია. ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე 20 წლამდე სპორტსმენთა შორის მესამე ადგილიც დაიკავა. ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე ადგილის მფლობელი გახდა. არის რამდენიმე ტურნირის გამარჯვებულიც.

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
12:21 / 13.05.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359
შემთხვევა,
11:07 / 13.05.2021
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა,
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის
სწრაფი
11:00 / 13.05.2021
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
10:24 / 13.05.2021
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ღია ნაგავსაყრელი სახლებთან  - რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, რეგიონული
უსინათლოდ არაადაპტირებულ ქალაქში [ვიდეო/ ფოტო]
ეზოში მამამ ბურთი გააგორა და შვილებს დაუძახა,
„ჩვენთან სასწრაფოც ვერ მოდის“ - სოფელი, რომელსაც გზა არასდროს ჰქონია [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანში
ქუჩაში, ადამიანების შიშით და იმედად [ვიდეო/ფოტო]
მიუსაფარ ცხოველებს ზუგდიდის ქუჩებში მრავლად შეხვდებით.
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას,
ფოტო
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.