4 მოქალაქის ტრაგიკული დაღუპვა მიმდინარე ოკუპაციის შემზარავი გამოვლინებაა - ახვლედიანი
ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ
მცხოვრები ადამიანების გვერდით, რათა გაორმაგებული, გაერთიანებული
ძალისხმევით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოს
საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხოვრების უსაფრთხო და ღირსეული
პირობები, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.
ის გლოვის დღესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მდინარე ენგურზე 4 მოქალაქის ტრაგიკული დაღუპვას:
„რუსული ოკუპაცია და მისი თანმდევი ადამიანური ტრაგედიები, გაყოფილი ოჯახები, ხელოვნურად დაშორებული საზოგადოებები უკვე მრავალი წელია თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და უდიდესი ტკივილია. ოკუპაციის მძიმე შედეგებმა წლების განმავლობაში არაერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა და დღემდე უუფლებოდ, შიშის და წნეხის ქვეშ ამყოფებს ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზს მიღმა. 7 აპრილს საქართველოს 4 მოქალაქის ტრაგიკული დაღუპვა მიმდინარე ოკუპაციის შემზარავი გამოვლინებაა. როგორც ცნობილია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 აპრილი მათი ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღედ გამოცხადდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები ადამიანების გვერდით, რათა გაორმაგებული, გაერთიანებული ძალისხმევით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების უსაფრთხო და ღირსეული პირობები“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
ზუგდიდის სოფელ შამგონასა და ორსანტიაში, მდინარე ენგურის სანაპიროზე 7 აპრილს იპოვეს გალის ოთხი მცხოვრების ცხედარი. მათგან სამი სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მკვიდრია.
ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ხელისუფლება პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს, დე ფაქტო მთავრობა კი ამბობს, რომ დაღუპულებს თბილისის მიერ დაწესებული კარანტინისთვის თავის არიდება უნდოდათ და სწორედ ამიტომ არჩიეს მდინარის გადაცურვის გზა.
მთავრობის განკარგულებით, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.