ახალი ამბები
კლასტერული გავრცელება გვაქვს და შეიძლება შევიდეს ფართომასშტაბიან ეპიდემიაში - გამყრელიძე
FaceBook Twitter
E-mail Print
ორ კვირაზე მეტია ყოველდღიურად გვაქვს 600-ზე მეტი შემთხვევა, რაც არ ყოფილა თებერვლის დასაწყისის შემდეგ, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძის თქმით, დადებითობის მაჩვენებელი დღეს თითქმის სამ პროცენტია, ყველა ეს გარემოება კი მიუთითებს, რომ ქვეყანაში უარესდება ეპიდსიტუაცია.

"მართალია გაუარესებას არ აქვს ნახტომისებრი ხასიათი, ის თანდათან უარესდება, მაგრამ თუ ჩვენ არ დავიცავთ მკაცრად რეგულაციებს და აღსრულება არ იქნება მაქსიმალური, მაშინ დიდი რისკია იმისა, რომ დაიწყოს საყოველთაო გავრცელება, კლასტერული გავრცელება უკვე გვაქვს და შეიძლება შევიდეს ფართომასშტაბიან ეპიდემიაში, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში", - უთხრა გამყრელძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

ამ ყველაფრის ფონზე კი მან ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციის მსურველთა საკმაოდ დაბალ რაოდენობაზე.

"თანდათან, ოდნავ იმატებს მსურველთა რაოდენობა. 30 აპრილის ჩათვლის ჩაწერილია 17 ათასი ადამიანი, მაგრამ ეს არის ძალიან ცოტა. აპრილ-მაისში ჩვენ გვჭირდება სულ მცირე სამიდან ოთხი ათასამდე აცრა დღიურად, მაშინ როცა ბოლო ორი კვირის დღიური საშუალო არის 1 100-ის ფარგლებში. თუ მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი ავიცრებით ამ წლის ბოლომდე, მაშინ ეპიდემია ქვეყანაში დასრულდება", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

დღეს გამოვლინდა კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა. სულ 288396 დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვლილთა რიცხვი 3877-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია სულ 277303 პაციენტი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
12:21 / 13.05.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359
შემთხვევა,
11:07 / 13.05.2021
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა,
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის
სწრაფი
11:00 / 13.05.2021
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
10:24 / 13.05.2021
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ღია ნაგავსაყრელი სახლებთან  - რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, რეგიონული
უსინათლოდ არაადაპტირებულ ქალაქში [ვიდეო/ ფოტო]
ეზოში მამამ ბურთი გააგორა და შვილებს დაუძახა,
„ჩვენთან სასწრაფოც ვერ მოდის“ - სოფელი, რომელსაც გზა არასდროს ჰქონია [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანში
ქუჩაში, ადამიანების შიშით და იმედად [ვიდეო/ფოტო]
მიუსაფარ ცხოველებს ზუგდიდის ქუჩებში მრავლად შეხვდებით.
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას,
ფოტო
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.