საქართველოს მოქალაქეების ისრაელში დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო
ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული
შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას
შეძლებენ. რეგისტრაცია დღეიდან, 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის
განმავლობაში გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ისრაელის ელჩთან, რან გიდორთან
შეხვედრა შედგა.
„ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1000-მდე ქართველისთვის ჩამოვიდეს და იმუშაოს ისრაელში. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით ახალ მიმართულებას და ჩვენ განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით მივუდექით იმ საკითხს, თუ რომელი ქვეყნებისთვის, რომელი მთავრობებისთვის მიგვემართა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ.
სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ გაივლის.
სამუშაოს ხანგრძლივობაა 6 სამუშაო დღე კვირაში, სრული განაკვეთით. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით, 5300 შეკელია.
ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ერთწლიან ვიზას, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე.
იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
განათლება:
საჯარო სკოლა დამთავრებული.
სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.
ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
ზოგადი მოთხოვნები:
• საქართველოს მოქალაქე;
• ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
• სიმაღლე: არა ნაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არა ნაკლებ 45 კგ;
• ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
• ნასამართლეობის არ მქონე;
• ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე;
• არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
• არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
• კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს კორონავირუსის ტესტი საქართველოში;
• კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ კორონავირუსის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.
საქართველოს მოქალაქეებისთვის სეზონურ სამუშაოზე დასაქმების პროგრამა გერმანიამაც აამოქმედა.