სკოლებში მეგრული და სვანური ენები არჩევით უნდა ისწავლებოდეს - პრეზიდენტი
ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს - მეგრულსა და სვანურს, - აცხადებს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დედაენის დღისადმი მიძღვნილ მიმართვის
ტექსტში. მისი თქმით, ეს ენები სკოლებში არჩევით საგნად უნდა
ისწავლებოდეს.
"რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს!", - აცხადებს ზურაბიშვილი.
ქართველური ენები - მეგრული, სვანური და ლაზური რომ გაქრობის პირასაა და მას დაცვა სჭირდება, ამის შესახებ საუბრობენ სპეციალისტები და მოქალაქეებიც. ამ ენების დაცვის მოთხოვნით ზუგდიდში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. ისინი მეგრულისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ და სკოლებში ამ ენების შემოღება, პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ მექანიზმად მიაჩნიათ.
ზუგდიდში "მეგრულის საღამოს სკოლაც" შეიქმნა. ჯგუფის წევრები ცდილობენ მოიძიონ დაკარგული, გაქრობის პირას მდგარი სიტყვები და მეგრულად თარგმნონ კლასიკოსები.