საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს 7 მძევალი ჰყავდა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მეტროსადგური "ავლაბრის"
მიმდებარე
ტერიტორიაზე, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის,
მძევლად
ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი დააკავა. დაკავებულია 28 წლის ნ.წ.
გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნ.წ. თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და 7 ადამიანი მძევლად აიყვანა.
სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.
ეს ბანკზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის.
თბილისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისში მოხდა თავდასხმა შარშან, ნოემბერში. მაშინ თავდამსხმელმა თქვა, რომ სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის იბრძვის და მიკროსაფინანსოში შეჭრა ერთგვარი პროტესტი იყო.
ერთი თვით ადრე, 21 ოქტომბერს კი, ზუგდიდში შეიარაღებული პირი "საქართველოს ბანკში" შეიჭრა. პირმა ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა და უსაფრთხოების გარანტიას, წინააღმდეგ შემთხვევაში დატყვევებულთა დახოცვით იმუქრებოდა. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ბადრი ესებუას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.