მარტვილსა და წალენჯიხაში ოთხი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამეგრელოში
არარეგისტრირებული 4 სახერხი საამქრო გამოავლინეს.
კერძოდ, მათი ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში, მოქალაქეს, ერთი უკანონო ლენტური სახერხი საამქრო, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. აქვე აღმოაჩინეს იყო თხმელას სახეობის 15 ერთეული დაუფირნიშებელი მორი.
დაურეგისტრირებული, ლენტური ტიპის 3 სახერხი საამქრო გამოავლინეს მარტვილის სოფლებში - სალხინოში, ლეცავესა და ინჩხურში. მოქალაქეებს, სახერხი დანადგარები საქმიან და საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.
სამი სახერხი საამქროს ტერიტორიებიდან, ჯამში ამოღებულია 9 ერთეული წიფელას სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), 4 ერთეული წიწვოვანი (ნაძვი) დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და 2 მ3ნაძვისა და წიფელას სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.
"ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება", - ნათქვამია განცხადებაში.