მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია
ხობთან მომხდარ მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. სამეგრელო-ზემო
სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით,
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამ დროისთვის შეტყობინებები
ნგრევის შესახებ არ მიუღია.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ხობიდან რვა კილომეტრში, სოფელი ქარიატა იყო. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 00:46 წუთზე დაფიქსირდა. 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ზუგდიდსა და სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგრძნობოდა.