„გახარიას გუნდის“ წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის
წევრებმა,
დეპუტატებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. დეპუტატ ბექა
ლილუაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედებებმა
ქვეყანა შეიყვანა პოლიტიკურ ჩიხში, საიდანაც ფაქტობრივად ქვეყნისთვის
უვნებლად გამოსვლა შეუძლებელია კონკრეტული ქმედებების გარეშე.
„დღეს, როდესაც რადიკალიზმი არავის სჭირდება, დღეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, ადამიანები ყოველდღიური გამოწვევებით არიან დაკავებული, ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, რომელშიც რადიკალიზმის ადგილი უბრალოდ არ არის. შესაბამისად, ეს შეთანხმება არის შესაძლებლობა ნორმალიზაციის და დაძაბულობის მოხსნის. ჩვენ როგორც ხელმომწერები ვიზიარებთ, რომ ახლა მოქმედებაა მნიშვნელოვანი და მხარეებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა მოცემული პუნქტების ზედმიწევნით, სრულფასოვნად და სწორედ, ხარისხიანად შესრულებისთვის“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელი მოაწერეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, გიორგი ვაშაძემ, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დოკუმენტს არ უერთდებიან. თუმცა 20 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს.