შარლ მიშელი საქართველოშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოშია. მისი
თვითმფრინავი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. მას
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დახვდნენ.
შარლ მიშელი დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. ასევე ქვეყის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ის შეხვედრებს გამართავს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთანაც.
საქართველოში ვიზიტის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თავად განაცხადა, 19 ქართველი პოლიტიკოსების მიერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის დასრულდების შემდეგ.
მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს "საქართველოს სამომავლო გზა" ხელი მოაწერეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, გიორგი ვაშაძემ, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ.
ხელმოწერის ცერემონია ორბელიანის სასახლეში შედგა.
"ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" დოკუმენტს არ უერთდებიან. დავით ბაქრაძემ და სალომე სამდაშვილმა დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს.
ცერემონიას პარტიების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა შარლ მიშელი.
დღეს ხელი დოკუმენტს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც მოაწერეს.