აფხაზეთიდან გადმოასვენეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კიდევ 13 ნეშტი
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, შეიარაღებული კონფლიქტის
დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი
გადმოასვენეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფომაციით, მათ შორის 6 სამხედროა, 7
კი მშვიდობიანი მოქალაქე.
ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემის და დაკრძალვის ცერემონიალი 23-24 აპრილს გაიმართება. ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა იგეგმება სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე.
ოთხს სამხედრო პატივით დაკრძალავენ დიღმის ძმათა სასაფლაოზე.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, 2300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, შეიქმნა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატი თავმჯდომარეობს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორის კომისიას.
"აპარატი ახდენს ნეშტების მოძიებასთან/ამოცნობასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინირებას, მათ შორის, ოჯახების დახმარებას ამოცნობილი ნეშტების დაკრძალვის ორგანიზებასა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.