უშგულის ორ უბანს შორის მეწყერი ჩამოწვა
მეწყერი ჩამოწვა მესტიის სოფელ უშგულში. ინფორმაცია "ლაივპრესს",
სოფელში მერის წარმომადგენელმა, ბექა ღვაჩლიანმა დაუდასტურა. მისი
თქმით, მეწყერი უშგულის ორ უბანს, მურყმელს და ჩაჟას შორის ჩამოწვა,
რომელიც ბუნებრივად მეწყრული ზონაა.
გადაადგილება ამ დროისთვის გზის სავალ ნაწილზე შეზღუდულია. მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტი, რომლებიც მალე გაწმენდის სამუშაოებში ჩაერთვებიან.
"არც ბეტონია, არც მოხრეშილი, ჩვეულებრივ მიწის გზა იყო, რომელიც უნდა გაკეთდეს. ეს ისეთი ადგილია, ძირითადად ჩამოედინება ნაკადები და იწვევს დაზიანებას. მეწყერი 50-დან 70-მეტრამდე ტერიტორიაზე ჩამოწვა. უშგულის უბნებს, მურყმელს და ჩაჟაშს შორის ზედა ნაპრალია გაჩენილი, რომელიც ბუნებრივია, მაგრამ საჭიროებს გაკეთებას. ახლა სჭირდებათ დამატებითი სამუშაოები და ტექნიკა. უკვე გზაში არიან და დაიწყებენ გაწმენდას", - გვითხრა ბექა ღვაჩლიანმა.