ახალი ამბები
მარტვილში, სოფელ თამაკონის ტაძარში მყოფი სასულიერო პირები მეუფე სტეფანესთან საუბარს ითხოვენ
FaceBook Twitter
E-mail Print
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის ტაძარში იმყოფებიან ის სასულიერო პირები, რომლებსაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. მიტროპოლიტი სწორედ ამ ეკლესიაში აღავლენს ამ წუთებში წირვას. სასულიერო პირების თქმით, ისინი მოვიდნენ, რათა წუხილი გამოხატონ იმ ინციდენტის გამო, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა სალხინოს ტაძარში - დაპირისპირება მუფე სტეფანესთან.

ისინი აღიარებენ, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა, რის გამოც სინანულს გრძნობენ.

"ჩემს სისუსტეებს ვაღიარებ. იქ იყო ხმამაღალი საუბარი მოშლილი ნერვებით, რომელიც მაღალ სულიერებას არ ეკადრება. არ მაქვს მაღალ სულიერებაზე პრეტენზია. უბრალოდ, თემა და პრობლემა ეკლესიის ისეთი მძიმეა და მტკივნეულია, ჩემი სულიერება ამას არ ეყო", - განაცხადა სასულიერო პირმა დანილე გვილავამ.

ამასთან, აქ ისინი მოვიდნენ მეუფესთან გასაუბრების მიზნით. ამბობენ, რომ აქვთ კითხვები. მამა დანიელ გვილავას განმარტებით, რომელსაც შეუჩერეს საეკლესიო მსახურების უფლება, აინტერესებს მიტროპოლიტისგან, რატომ დააანონსა და რატომ მოუწოდა მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ ბზობას მოსულიყვნენ სწორედ სალხინოს ტაძარში ა დასწრებოდნენ სადღესასწაულო წირვას. მას აქვს ასევე კითხვა, რატომ არ შეიძლება მორწმუნეები იმ ეკლესიებში მივიდნენ, სადაც ჩვეულბრივ დადიან.

სასულიერო პირები ჯერჯერობით ტაძრის ეზოში რჩებიან. ამდროისთვის სიმშვიდეა. აქ იმყოფება ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მხარდამჭერი ანანია კალანდია. სწორედ ეს ადამიანები იყვნენ მონაწილე იმ დაპირისპირების, რაც სალხინოს ეკლესიაში მოხდა. ანანია კალანდიას აქვს მოლოდინი მეუფე სტეფანესგან დღეს ახალი სასჯელის, რომელიც შეიძლება იყოს განკვეთა ეკლესიისგან.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მანამდე, 22 აპრილს, მიტროპოლიტი სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სასულიერო პირებმა არ შეუშვეს. მას ტაძრის კარი დაკეტილი დახვდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა სასულიერო პირებს შორის.

ტაძრის ყოფილი წინამძღოლი მამა დანიელი ითხოვდა განმარტებას მეუფე სტეფანესგან, რატომ გადააყენა წინამძღოლობიდან. ასევე ბრალდების დამტკიცებას მეუფე პეტრეს მიმართ წაყენეული ბრალდების, თითქოს მას შვილი ჰყავს, რისი უფლებაც ბერს არ აქვს.

მარტვილიში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ის ბრალდებები, რის გამოც მისი დათხოვნა მოხდა. ვითარება დამძიმდა 8 მარტს - ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილს და ახალ მიტროპოლიტს შორის დაპირისპირება მოჰყვა ახლადდანიშნული მიტროპოლიტის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ორ დიაკვანს უფლებამოსილება შეუჩერა დაუმორჩილებლობის გამო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.