მულახის თემში, მეწყერის გამო 12 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
ძლიერი წიმის შედგეგად, მულახის ადმინისტაციულ ერთეულში მეწყერი
ჩამოწვა.
შედეგად, გარესამყაროსაა მოწყვეტილი 12 ოჯახი. მესტიის მერის, კაპიტონ
ჟორჟოლიანის განცხადებით, ამ წუთებში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და
საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს.
"ყველანი კარგად არიან, მაგრამ გზა არ არის მათთან მისასვლელი. ევაკუაციას არ ექვემდებარებიან. ამ ეტაპისთვის ნორმალურად მიდის ყველაფერი. დღის ბოლომდე, შუადღისთვის ჩამოვლენ. ამის მერე დაიგეგმება ის კაპიტალური ღონისძიებები, რაც უნდა გაკეთდეს", - უთხრა კაპიტონ ჟორჟოლიანმა "ლაივპრესს".
რა დრო დასჭირდება იმას, რომ ეს ოჯახები აღარ იყვნენ დანარჩენ სამყაროს მოწყვეტილი, ზუსტი პასუხი მესტიის მერს არ აქვს. თუმცა აღნიშნა, რომ კაპიტალურ ღონისძიებებამდე დროებით სავალ ნაწილებს გააკეთებენ, რათა მათ გადაადგილება შეძლონ.

მისივე თქმით, თუკი მანამდე რაიმე საჭიროება ექნება რომელიმე ოჯახს, მიაწვდიან.
მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჟაბეშში, წვიმების შედეგად ღელე ჯერ კიდევ 23 აპრილს ადიდდა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. დაზიანდა სოფლის შიდა გზები და ხიდი.
ამასთან, უშგულის თემში, სტიქიამ სოფელ მურყმელსა და ჩაჟაშს შორის გზის 100 მეტრიანი მონაკვეთი სრულად გაანადგურა.
ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში კი, ადიდებულმა მდინარე დევრამ დააზიანა შიდა სასოფლო გზები და ხიდი.
მესტიის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს სტიქიის საპრევენციო სამუშაოები, რის შემდეგაც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყება.