ახალი ამბები
სოფელ ჟაბეშში რამდენიმე ოჯახი დამეწყრილი ზონიდან გაიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეშიდან (მულახის ადმინისტრაციული ერთეული) უსაფრთხოების მიზნით, ღელეს მიმდებარე რამდენიმე სახლიდან მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადავიდა.

„ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. დილით კი, ხილვადობის აღდგენისთანავე, 5 კაციანი სამაშველო ჯგუფის მიერ მოხდა ღელის სათავეში არსებული სიტუაციის გადამოწმება.

პარალელურად, სოფელ ჟაბეში მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის მიერ აღნიშნული ღელეს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის.

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ძლიერი წიმის შედგეგად, მულახის ადმინისტაციულ ერთეულში მეწყერი ჩამოწვა. შედეგად, გარესამყაროსაა მოწყვეტილი 12 ოჯახი. მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ამ წუთებში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს.