კახი კავსაძე გარდაიცვალა
ქართული კინოს და თეატრის მსახიობი, კახი კავსაძე 86 წლის ასაკში
გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
"რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, გენიალური ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს", - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
კახი კავსაძეს შარშან, 28 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაწერეს, თუმცა მოგვიანებით ფილტვების ანთებით ისევ საავადმყოფოში მოათავსეს.
კინოში მისი დებიუტი შედგა 50-იანი წლებში. ის 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული.
აღსანიშნავია მისი თეატრალური როლები: ადამი ("ღვთაებრივი კომედია"), თავადი კოწია ("გუშინდელნი"), დევდარიანი ("საბრალდებო დასკვნა"), ილიკო ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონო"), სიმონ ჩაჩავა ("კავკასიური ცარცის წრე"), ლორდ ჰასტინგსი ("რიჩარდ III"), კენტი ("მეფე ლირი"), რასპუტინი ("კვაჭი კვაჭანტირაძე"), ბატონი დევი ("მერე რა, რომ სველია სველი იასამანი").
2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.