მნიშვნელოვანი განვითარება თანამშრომლობისა, რაც ზუგდიდთან გვაკავშირებს - ელჩი ამერიკული კუთხის გახსნაზე
დღეს ავღნიშნავთ ამერიკული კუთხის გაფართოებას. ეს არის ძალიან
მნიშვნელოვანი განვითარება იმ თანამშრომლობისა, რაც ჩვენ ზუგდიდთან
გვაკავშირებს, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტაბების ელჩმა
საქართველოში, კელი დეგნანმა, რომელიც განახლებული სივრცის გახსნაზე
იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ზუგდიდი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც
აფასებდნენ განათლებას, თავისუფლებას, დამოკიდებლობას, თავისუფლებას,
კულტურას, სწორედ იმას, რასაც ჩვენი ქვეყნები იზიარებენ.

"ეს მართლაც არაჩვეულებრივი ადგილი გაიხსნა და მე მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, სახელმწიფო რწმუნებულის ოფისს, და რა თქმა უნდა მოსახლეობას, და ვინც მოვა ამ ცენტრში, რათა შეისწავლონ ახალი უნარები, მიიღოს ახალი ინფორმაცია, მოხდეს იდეების გაცვლა. დიდი მადლობა ასეთი გულთბილი დახვედრისთვის", - აღნიშნა ელჩმა ამერიკული კუთხის გახსნისადმი, ბოტანიკურ ბაღში გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ.

კელი დეგნანმა დაათვალიერა ბაღში წარმოდგენილი ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრები.
მანამდე ამერიკის ელჩი რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდა და განახლებული ამერიკული კუთხე გახსნა.