ახალი ამბები
ზუგდიდში მოქალაქე კომენდანტის საათს აპროტესტებს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში კომენდანტის საათს აპროტესტებენ. ამ წუთებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ, სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია ერთკაციან აქციას მართავს. მას ხელთ აქვს საპროტესტო შინაარსის ტრანსფარანტი - "ნუ მატყუებ. მართე პანდემია და მოხსენი კომენდანტის საათი".

მან "ლაივპრესს" უთხრა, რომ მისთვის, როგორც მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელია ხელისუფლების მხრიდან ტყუილი, თითქოს პანდემიის მართვაზე გავლენას ახდენს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

"სინამდვილეში მაჩლუნგებენ და მაჩვევენ მონობას, რომ სახლში ვიჯდე. არ მინდა, ერთი ცხოვრება მაქვს და ძილში გავატარო. მინდა ხალხმა ნახოს, რომ არ უნდა იყვნენ უაზრო მორჩილებაში, თორემ მართონ პანდემია რეალურად. მოხეხონ მაინც მოედნები და კომენდანტის საათი გააუქმონ", - აღნიშნა როსტომ ზარანდიამ.

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, თუკი დააჯარიმებენ, "აბსურდულ ჯარიმას" ყველგან გაასაჩივრებს და სამართლებრივად იბრძოლებს.

დღეს კი აქ კიდევ ცოტა ხნით დარჩება.

საქართველოში "კომენდანტის საათი" 28 დეკემბრიდან მოქმედებს. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია. დაუმორჩილებლობისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდება.

ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაიმართა საპროტესტო აქცია მისი გაუქმების მოთხოვნით. ხელისუფლების და ეპიდემიოლოგების თქმით კი, გადაადგილების შეზღუდვა მობილობის შემცირებას უწყობს ხელს, ამიტომ მისი მოხსნა ჯერ არ იგეგმება, მითუმეტეს, კორონავირუსის გაზრდილი ყოველდღიური მაჩვენებლის ფონზე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
12:21 / 13.05.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359
შემთხვევა,
11:07 / 13.05.2021
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა,
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის
სწრაფი
11:00 / 13.05.2021
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
10:24 / 13.05.2021
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ღია ნაგავსაყრელი სახლებთან  - რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, რეგიონული
უსინათლოდ არაადაპტირებულ ქალაქში [ვიდეო/ ფოტო]
ეზოში მამამ ბურთი გააგორა და შვილებს დაუძახა,
„ჩვენთან სასწრაფოც ვერ მოდის“ - სოფელი, რომელსაც გზა არასდროს ჰქონია [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანში
ქუჩაში, ადამიანების შიშით და იმედად [ვიდეო/ფოტო]
მიუსაფარ ცხოველებს ზუგდიდის ქუჩებში მრავლად შეხვდებით.
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას,
ფოტო
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.