ახალი ამბები
ახალაბასთუმანში პოლიციამ მამა-შვილი დაჭრა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მამა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღით სამართალდამცავება უაქციზო სიგარეტის გადატანისას დაჭრეს. ადგილობრივი მცხოვრელების ცნობით, მათ სავარაუდოდ ოკუპირებული აფხაზეთიდან უაქციზო სიგარეტი მოჰქონდათ, არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას და გაქცევა სცადეს. დაჭრილები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს „გულმკერდის მეოთხე მალის განივი მორჩის მოტეხილობა და ზურგის ტვინის დაჟეჟილობა აქვს. მამას კი ტერფის არეში ნაფლეთ-ნაგლეჯი ჭრილობა“.

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, გრძელდება კვლევები და შესაბამისი მკურნალობა.

დაჭრილი მამაკაცის დედა, ხათუნა ოკუჯავა ჟურნალისტებთან საუბარში ადასტურებს ინფორმაციას, რომ მამა-შვილს უაქციზო სიგარეტი ჰქონდა, თუმცა უარყოფს რომ ისინი ოკუპირებული რეგიონიდან მოდიოდნენ. ამასთან ქალი აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან არ ყოფილა არანაირი გაფრთილება და ისინი თავიდანვე აგრესიულად იქცეოდნენ. როგორც დაჭრილების ოჯახის წევრი ამბობს, ადგილზე პოლიციის 4-5 თანამშრომელი იმყოფებოდა.

„ორივეს, მამასაც და შვილსაც აგრესიულად ექცეოდნენ. იყო ცემა, ტყვიის სროლა. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. დამიზნებით ესროლეს. განსხვავებაა კრიმინალსა და კონტრაბანდისტს შორის. კარგით ვთქვათ, რომ არის კონტრაბანდისტი ტყვიის სროლა რა საჭიროა. ორივე არის დაჭრილი. დააწვინეს და ზურგში ესროლეს. ერთ-ერთი მიახტა ბავშვს, დააგდო ძირს და პოლიციამ დამიზნებით ესროლა. მამა-შვილი ერთად იყვნენ. ჰქონდათ 2 ყუთი სიგარეტი. არ გვაქვს არანაირი საშუალება. გვაქვს ბანკის ვალი და არ გვაქვს სხვა გზა“ , - განაცხადა ხათუნა ოკუჯავამ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.