ახალი ამბები
მამაკაცი, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრებოდა, მაშველებმა გადაარჩინეს
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრებოდა, მაშველებმა მაღალიძაბვის გადამცემი ანძიდან ჩამოიყვანეს. მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოგვიანებით კი პოლიციაში დაკითხავენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ანძაზე ოჯახში კონფლიქტის შემდეგ ავიდა. თვითმხილველებისვე თქმით, თავდაპირველად მამაკაცის გადასარჩენად ანძაზე მეზობელი კაცი ავიდა, რომელსაც ის საათზე მეტ ხანს ხელით ეჭირა. 

ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ზუგდიდის ნაწილს, რომელიც ენერგო-პროს ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით გათიშეს.