დღეიდან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შრომის კოდექსში უქმე დღეები
განისაზღვრა.
4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.
უქმე დღეები საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებსაც შეეხო.
30 აპრილიდან 13 მაისამდე სწავლა შეწყდა სკოლებში, უნივერსიტეტებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და საბავშვო ბაღებში.
გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 12 მაისის ჩათვლით შეჩერებულია.
ჩაიკეტა სასაფლაოებთან მისასვლელი გზებიც. ვინც აკრძალვას არ დაემორჩილება, 2000 ლარით დაჯარიმდება. სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.