კორონავირუსის შემთხვევების პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას განცხადებით,
კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი მაისის შუა რიცხვებშია
მოსალოდნელი.
"ეს არის დაგროვილი შემთხვევები. სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ მოხდა მათი გამოვლენა და ანგარიშგება ამასთან დაკავშირებით. მაგრამ რა თქმა უნდა, ზრდის ტენდენცია შესაძლებელია და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქნმით, საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც შემთხვევების მატებასთან ერთად იზრდება.
,,განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც ასევე მოსალოდნელია შემთხვევების მატებასთან ერთად. ამდენად, ჩვენი მაქსიმალური ყურადღება უნდა გადავიდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ მოხდეს შემთხვევების შემდგომი მატების თავიდან აცილება. ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, დამატებითი საწოლები ჩაერთო პროგრამაში, 6000-მდე საწოლი არის მობილიზებული. აქედან 1500-მდე საწოლი არის თავისუფალი, დანარჩენი დაკავებულია, განსაკუთრებით მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი თბილისში. ასევე აგრძელებენ მუშაობას კოვიდსასტუმროები და ონლაინკლინიკები. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ვაქცინაცია როგორც "ასტრაზენეკათი" ასევე "სინოფარმით", აქტიურია დაჯავშნა და "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის 18 000-მდე მოქალაქემ დაიკავა რიგი. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის აქტიური განხორციელება არის ჩვენთვის კიდევ ერთი გამოსავალი ეპიდემიის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.