გაუქმდა ფეხბურთში არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატი, სადაც აფხაზეთის „ნაკრებს“ უნდა მიეღო მონაწილეობა
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დაგეგმილი არაღიარებული ქვეყნების
ჩემპიონატი,
რომელშიც მონაწილეობა დე ფაქტო რესპუბლიკების, აფხაზეთის და სამხრეთ
ოსეთის ნაკრებებს უნდა მიეღოთ, გაუქმდა. მიზეზი კორონავირუსის
პანდემიაა. აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, იმის
გამო, რომ საფრანგეთში გამწვავდა პანდემიის კუთხით არსებული ვითარება,
ტურნირის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტია კი ადგილობრივი
ხელისუფლებისგან ვერ მიიღეს, არაღიარებული ქვეყნების ფედერაციების
გაერთიანება "კონიფამ" საფეხბურთო ღონისძიების გაუქმების
გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, "კონიფა" იტოვებს უფლებას, ტურნირის გამართვის ახალი თარიღი განსაზღვროს. მისი წარმომადგენლები დააკვირდებიან ეპიდვითარებას და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ევროპულ ქვეყნებში.
ჩემპიონატი მიმდინარე წლის ივნისში უნდა ჩატარებულიყო.
2019 წელს აფხაზეთის "ეროვნული ნაკრები" ევროპის არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, 2016 წელს კი ტურნირი აფხაზეთის ტერიტორიაზე გაიმართა და ის მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.
კონიფას არ აღიარებს ფიფა.