ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა - პრეზიდენტი
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა.
მან განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
შეტანილ ცვლილებებს ვეტოს არ დაადებს.
"ვიზიარებ ოპოზიციის არგუმენტებს. კომუნიკაციის ნაკლებობა ასეთ საკითხებში რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება ყველასათვის დამაზიანებელია, რამეთუ უნდობლობას ბადებს. ასეთი სენსიტიური საკითხი მოითხოვს ფართო დისკუსიას, ამდენად დაჩაქარებული წესით ცვლილებების მიღების პროცედურა ნაკლებად იძლეოდა არგუმენტების წარდგენის ყველასათვის ერთნაირ შესაძლებლობას.
ვიზიარებ იმასაც, რომ როდესაც საზოგადოება 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ელოდება 3 მთავარი კანონის ინიცირებას, ამნისტიის საარჩევნო კოდექსის და სასამართლო რეფორმის, ამ ფონზე არსებული კანონპროექტის დაჩქარება კანონის დაჩქარებული წესით მიღება შეიძლება პოლიტიკურად უდროოდ იყოს მიჩნეული, ამდენად პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავდი ვეტოს ინსტრუმენტის გამოყენებას, თუმცა მეორეს მხრივ ვეტოს გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო სამართლებრივ არგუმენტებსაც.
ამ კუთხით ახალი ცვლილებები წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან, ვერ მიიჩნევა ვერც რომელიმე სამართლებრივი პრინციპის დარღვევად და ვერც რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის უგულვებელყოფად, ამდენად ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა. თუმცა სამომავლოდ, ასეთი პროცესი რომელიც გულისხმობს ყველას პოზიცის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ბრიფინგის გამართვამდე , მას შეხვედრები ჰქონდა ოპოზიციისაა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან.
29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.