„დინამო“ ზუგდიდი დამარცხდა ბოლნისის „სიონთან“
"დინამო" ზუგდიდმა ბოლნისის "სიონთან" გამართა შეხვედრა
განმუხურის სტადიონზე. მატჩი მასპინძელთა დამარცხებით დასრულდა.
პირველი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით კორიფაძემ გაიტანა, 62-ე წუთზე სხვაობა ორამდე გორგიაშვილმა გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ბოლნისელები ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერები არიან 30 ქულით, ზუგდიდელებს კი 13 ქულა აქვთ და მე-13 ადგილს იკავებენ.
მომდევნო, მეთორმეტე ტურის მატჩს, ზუგდიდელები გასვლაზე, 11 მაისს გამართავენ. ისინი საგარეჯოს საფეხბურთო კლუბ "გარეჯს" დაუპირისპირდებიან.