მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და დაღუპულთა ოჯახები სოციალურ დახმარებას მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების
76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000
ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის
ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ. როგორც „ლაივპრესს“
მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.