ყავაში თითი ჩაყავით და იმარჩიელეთ - მეუფე სტეფანე ჟურნალისტს
ეს ახლა თქვენ იმარჩიელეთ და ყავა ხომ გაქვთ, ყავაში თითი ჩაყავით და
გამოგივათ.
უთხრა პრესკონფერენციაზე მეუფე სტეფანემ "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს მას შემდეგ, როცა მან კითხვა დაუსვა, რას მოიმოქმედებდა მეუფე იმ შემთხვევაში, თუ სინოდი გაამართლებდა მის მიერ მღვდელმსახურებაშეჩერებულ პირებს.
"მე პეტრესავით არ დავიწყებ აქეთ-იქით წოწიალს და ხალხის მოზიდვას, რომ ხალხო, აბა დამიცავით და რაღაცა. მე ჩემს მოქმედებებზე პასუხს ვაგებ ჩემო კარგო. თუ ჩემს მისამართით ასეთი გადაწყვეტილება განხორციელდა, ხმას არ ამოვიღებ წავალ და ვქნები, სადაც განმაწესებენ სინანულისთვის', - განაცხადა მეუფემ.
ჟურნალისტი: - თუ პირიქით მოხდა?
მეუფე: - "ეს ახლა თქვენ იმარჩიელეთ და ყავა ხომ გაქვთ, ყავაში თითი ჩაყავით და გამოგივათ".
ნორმალური გოგო ხარ და არ მინდა, რომ შარში აღმოჩნდე. ძალიან გთხოვ, გეხვეწები რა - მიმართა მეუფე სტაფანემ "რუსთავი" 2-ის ჟურნალისტ სალომე ფაცაციას.
ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მეუფე სტეფანემ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა.
პრესკონფერენციის გამართვამდე ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გავლა სავალდებულო იყო. პრესკონფერენციის დაწყებამდე რეზიდენციის შესასვლელთან, ჩოხაში ჩაცმული პირები ამოწმებდნენ, იყვნენ თუ არა მედიის წარმომადგენლები სიაში.